უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებით 1,3 მილიარდი დოლარი მიიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებით 1,3 მილიარდი დოლარის დაფინანსება მიიღო. განცხადება ამის თაობაზე პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

თანხები გამოყენებული იქნება პრიორიტეტული საჭიროებების დასაფინანსებლად: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, პენსიების გადახდა, სოციალური პროგრამები და ეკონომიკის მხარდაჭერა.

"ასევე, უახლოეს მომავალში ფონდთან ერთად დავიწყებთ მზადებას ახალი სპეციალური პროგრამისთვის, რომელიც მუშაობას მომავალი წლიდან დაიწყებს", - აღნიშნა პრემიერმა.

უკრაინის პრემიერის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ომის დაწყებიდან  2,7 მილიარდი დოლარი გამოუყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი