დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება - ღარიბაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ამბობს, რომ უმკაცრესი რეაგირება მოხდება.

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება", - წერს ღარიბაშვილი.

მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. განცხადება ცოტა ხნის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა. კლინიკებში გადაყვანილია კიდევ ორი დაშავებული.

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა თვითმხილველების თქმით, თავიდანვე მძიმე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი