"ქართული ოცნება" მიხაილო პოდოლიაკის განცხადებამ, რომ ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ, ტრადიციულად წყობიდან გამოიყვანა. ბექა ოდიშარიამ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს "რჩევებიც" მისცა:
"რამდენჯერ უნდა დავინდოთ ეს ადამიანი იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ და მართლა განვიცდით მის მაგივრად. გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს, იმ ძველი ხუმრობის არ იყოს და ბიძინა ივანიშვილთან შედარებით ჯერ ერთი ქვა ქვაზე დადოს თავის ქვეყანაში და კარგად გაიხედოს თავის ოფისის ფანჯრიდან, რა ხდება ქვეყანაში და რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს. შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოზე. ესაა ჩემი კომენტარი პოდოლიაკის ირგვლივ." ამბობს ბექა ოდიშარია
ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა "ფორმულასთან" ინტერვიუში გააკეთა.