"ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

"ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ფორმულას" ეთერში საუბრობს. 

"არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამრომლობს რუსეთთან, ის დაინტერესებულია ბიზნესკომუნიკაციასთან, აქვს ინტერესები ნედლეულისა და გაზის სფეროშიც... რა თქმა უნდა, ის შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც გამოვაცხადებთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთანაც. ვთვლით, რომ ყველა ის ბიზესმენი, რომელიც აქტიურად მუშაობს რუსეთთან ნედლეულის მიმართულებით, აუცილებლად სანქციების სიაში უნდა იყოს... ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან ნათელია ის, რაც ბატონ ივანიშვილს ეხება, მაგრამ ეს საქართველოს სახელმწიფოს არჩევანია" - განაცხადა პოდოლიაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი