იარსებებს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დღის სინათლეს იხილავს, ამაზე საუბრობს, პოდოლიაკი - მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ვანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს.

მელიას თქმით, რუსეთი ივანიშვილს და მის ხელისუფლებას საუკეთესო მოკავშირედ უყურებს. მისი თქმით, 
მსგავსი ტიპის განცხადებებს უკრაინა დაუსაბუთებლად არ გააკეთებდა.

"რუსეთის ხელისუფლება პუტინის სახით ბიძინა ივანიშვილის უყურებს და მის ხელისუფლებას საუკეთესო მოკავშირე სახელმწიფოდ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იარსებებს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დღის სინათლეს იხილავს ხვალ თუ არა ზედ და ამაზე საუბრობს, ჩემი აზრით, ბატონი პოდოლიაკი. იმიტომ, რომ მოკავშირეები, პუტინი და ივანიშვილი არიან თუ არ არიან მნიშვნელობა არ არის, ივანიშვილი რას ამბობს და იქ ღარიბაშვილი რას იტყვის და კობახიძე. არიან თუ არა ისინი რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები თუ არ არიან. პუტინი და მათი ხელისუფლება თვლის საუკეთესო მოკავშირეებად და ამ კითხვაზე პასუხი არის საუკეთესოდ გაცემული პუტინის მიერ" - ამბობს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ ივანიშვილი რუსეთთან დაინტერესებულია ბიზნესკომუნიკაცით, აქვს ინტერესები ნედლეულისა და გაზის სფეროშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი