თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ, საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია - ჯაფარიძე "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით ამბობს, რომ "ქართული ოცნებისკენ" ხელის გაშვერას აზრი არ აქვს და თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე.

ჯაფარიძე მმართველი გუნდის დეპუტატის, გიორგი ამილახვარის განცხადებას აზიარებს, სადაც ის ამბობს, რომ არასრულწლოვანს მეთვალყურე უნდა ჰყავდეს.

"განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა. უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვრები. ოღონდ მათკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა - ჩვენია.

თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია", - წერს ზურა ჯაფარიძე. 

მოიგვიანებით დეპუტატმა ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი