პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს დამნაშავე ვარო - ფურცხვანიძის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ მას არ უთქვამს დამნაშავე ვარო - აცხადებს გრინსერვის +-ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ტარიელ კიკნაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად. კიკნაძე არ ელოდება, რომ ფურცხვანიძეს ბრალს წაუყენებენ, რადგან მისივე თქმით, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. 

სწორედ გრინსერვის პლიუსმა ჩაატარა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ, უკვე თითქმის 24 საათია ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში იკითხება. კითხავენ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილსაც.

გუშინ, დაკითხვაზე შესვლამდე ფურცხვანიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა - "მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი" - თქვა მან. 

შსს-მ მომხდარს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი