"ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას - ამის შესახებ პარტია "დროა" განცხადებას ავრცელებს.
"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა წევრი ქვეყნების 100 წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი პოზიციის დაფიქსირებისგან, 99-მა კი ერთხმად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგრც პარტია „მოქალაქეების“ წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას."- ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის ინფორმაციით: განცხადების გავრცელების შემდეგ, დაგვიკავშირდა ლევან იოსელიანი. მისი თქმით, მან რეზოლუციას ხმა მისცა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო, კენჭისყრის შედეგში არ აისახა ამიტომ საკუთარი ხმა შემდეგ დაამატა. მან მხოლოდ მე-4 შესწორებას არ დაუჭირა მხარი.
იხილეთ ასევე: