რუსთავში სამმა პირმა 40 წლამდე კაცს ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. დაზარალებული კლინიკაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მშენებელთა ქუჩაზე , "ჰაიდელბერგ" ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლიან დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღვოდა.
სავარაუდო დამნაშავე 3 პირია: ძმები და მათი ბიძაშვილი. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კონფლიქტი ავტომობილში დაიწყო და დაპირისპირება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაგრძელდა. დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალი ამ დრომდე ჩანს.
"გავიგეთ ხმაური და მეტი არაფერი. მესამე თუ მეოთხე დღეა მოხდა. დაჭრილი ადგილობრივია, აზერბაიჯანელია. ხმაური რომ გავიგეთ ფეხზე იკიდებდა ხელს დანით იყო დაჭერილი. დეტექტივიც იყო, გამოგვკითხეს რა დავინახეთ და მერე აღარ მოსულან. კამერები არ გავქვს, მაგრამ "ჰაიდელბერგს" აქვს. მგონი თვითონ დაასახელა ვინც იყო, ნაცნობები იყვნენ, იცნობდნენ ერთმანეთს მემგონი" ,- ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ადგილობრივების თქმით: "მე ვიცი, რომ ფეხშია დაჭრილი აზერბაიჯანელი, მანქანაში მოხდა ლაპარაკი, გადმოხტა მანქანიდან თუ გააჩერეს და გაქრნენ მერე ისინი".
გამოძიება ჯანრმთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, სამართალდამცველებმა 2 პირი უკვე დააკავეს, ერთის ადგილსამყოფელის დადგენას კი ახლაც ცდილობენ.