თეირანის ციხეში გაჩენილ ხანძარს და ბუნტს 4 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ირანში, თეირანის ციხეში გაჩენილ ხანძარს და ბუნტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 61, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია. 

არსებული ცნობით, თეირანის ევინის ციხეში პოლიტპატიმრები და ანტისამთავრობო აქტივისტები იხდიან სასჯელს.

ხანძარი ციხეში, ირანში ანტისამთავრობო პროტესტს მოჰყვა. საპროტესტო აქციებში ასობით მონაწილე სწორედ ევინის ციხეში გადაიყვანეს. უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული ვითარება აქციებს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

საპროტესტო აქციები ირანში პირველად გასულ თვეს დაიწყო, მას შემდეგ, რაც "მორალის პოლიციამ" 22 წლის მაჰსა ამინი მოკლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი