
კიევის მერის ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში მდებარე სახლის ნანგრევებიდან, ერთი ქალის ცხედარი ამოიყვანეს. მისივე ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილია კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სამძებრო - სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კიევის ცენტრი რუსეთმა ირანული დრონებით დღეს დილით დაბომბა, რასაც საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება მოჰყვა.