
მოსკოვში ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები სრულად შესრულებულია. მობილიზაციის დღის წესრიგისთვის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში ვიზიტი დღეს არ არის საჭირო - დაწერა დღეს, 17 ოქტომბერს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავის ბლოგზე.
„მოსკოვის სამხედრო კომისრის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანებულებითა და თავდაცვის სამინისტროს მითითებების საფუძველზე დადგენილი ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები სრულად შესრულებულია“, - წერს მერი.
მისივე ინფორმაციით, მობილიზაციის პუნქტები დღეს 14:00 საათზე დაიხურება - „მობილიზაციის პროცესში გაგზავნილი გამოძახებები საცხოვრებელ ადგილზე და საწარმოებში, წყვეტს მოქმედებას“, - აღნიშნა სობიანინმა.
იქამდე კი პუტინმა განაცხადა, რომ დაგეგმილი 300 000-დან 222 000 ადამიანი ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში უკვე დაკომპლექტებულია, დანარჩენების გამოძახება კი ორ კვირაში იგეგმება.
პუტინმა რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.