რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვა დაიწყო. ამ წუთებში მის მიმართვას სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენებენ.

BBC-ის Telegram-ის არხის თანახმად, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსული სახელმწიფო მედია "რია" წერს, რომ შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.

"სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება",- თქვა მან. 

 რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.

პუტინმა მიმართვაში აღნიშნა, რომ სამობილიზაციო სამუშაოები დღეს დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი