გორის მერიის აუდიტის სამსახურს თანამშრომელთა გადაცდომების გამოვლენა და დისციპლინური სახდელის დაკისრების ფუნქცია ჩამოერთვა - საკითხზე მსჯელობას გორის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციამ გორის ვიცე მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ისინი ღვინიაშვილს შვებულებას ახსენებენ, რა დროსაც ჩინოვნიკმა აჭარის რეგიონი სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით შემოიარა და სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულით ნაყიდი საწვავი გახარჯა.