მარინა ოვსიანიკოვამ რუსეთი დატოვა და ევროპაშია - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მარინა ოვსიანიკოვამ, ჟურნალისტმა, რომელმაც რუსეთის ომი უკრაინაში პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, რუსეთი დატოვა და ამჟამად ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში იმყოფება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დმიტრი ზახვატოვმა განაცხადა.

"მარინა ოვსიანიკოვა იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა", - თქვა მან.

44 წლის ოვსიანიკოვას აგვისტოში ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს. რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. 

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსი ჟურნალისტი შინა პატიმრობიდან გაიქცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი