
რუსმა ტელეჟურნალისტმა მარინა ოვსიანიკოვამ დაადასტურა, რომ ის შინაპატიმრობიდან გაიქცა. ჟურნალისტი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც პირდაპირ ეთერში უკრაინაში ომის დაწყება გააპროტესტა.
"თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი და რადგან ჩვენი სახელმწიფო უარს ამბობს საკუთარი კანონების დაცვაზე, უარს ვამბობ 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით დაწესებული აღკვეთის ღონისძიების შესრულებაზე და გათავისუფლდი მისგან", - დაწერა მან Telegram-ში.
44 წლის ოვსიანიკოვას ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს აგვისტოში ივლისში საპროტესტო აქციის გამო, როდესაც ის კრემლის მოპირდაპირე მხარეს იდგა პლაკატით, რომელითაც პუტინის მკვლელს უწოდებდა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. იხილეთ: