
კიევში, შევჩენკოს რაიონში, სახლის ნანგრევების ქვეშ, რომელზეც დღეს რუსეთმა მორიგი ტერორისტული იერიში მიიტანა უკვე მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. კიევის მერის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი ისევ იყოს მოყოლილი.
სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელია.
დღევანდელი საჰაერო იერიშის შედეგად, რომელიც სავარაუდოდ ირანული დრონებით განხორციელდა, დაღუპულთა შორისაა 6 თვის ორსული.