იაკუტსკის ხელისუფლება "მობილიზებულების" ოჯახებს ბოსტნეულის ნაკრებს პირდება

გამოქვეყნდა:

კომბოსტო, კარტოფილი, სტაფილო, ხახვი და ჭარხალი - ეს იმ ბოსტნეულის ჩამონათვალია, რასაც იაკუტსკის ადგილობრივი ხელისუფლება "მობილიზებული მოქალაქეების" ოჯახებს პირდება. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ევგენი გრიგორევმა ისაუბრა

მედია წერს, რომ "მობილიზებულ ოჯახების" საკვებით დახმარება რუსეთის ხელისუფლებისთვის უკვე ნაცნობი პრაქტიკაა. "ადრე სახალინის რაიონში ხალხს თითოეულ მობილიზებულ წევრზე 5 კგ თევზს აძლევდნენ, ტივაში კი მთელ ცხვარს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი