პატიმრები ომში - SBU-მ დაატყვევა ოკუპანტი, რომელიც ციხიდან ომში "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, პრიგოჟინმა გაგზავნა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ რუსეთი უკრაინაში საომრად პატიმრებს აგზავნის - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] დააკავა მსჯავრდებული, რომელიც უკრაინის ომში პირდაპირ ციხიდან გაგზავნეს.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ის ყვება, რომ "ვაგნერის" დაჯგუფების ხელმძღვანელმა პრიგოჟინმა პირადად აირჩია და სასჯელის მოხდის სანაცვლოდ ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა. თუმცა, ოკუპანტმა ომში მხოლოდ 2 დღე გაატარა, ამის შემდეგ კი ტყვედ ჩაბარდა. მისი თქმით, უკრაინაში 21 სექტემბერს ჩავიდა და მეორე დღესვე დაატყვევეს. მისივე სიტყვებით, მეთაურები მათ 
"საზარბაზნე ხორცად იყენებენ". 

გარდა ამისა, როგორც ყოფილი პატიმარი ყვება, 1200 პატიმრიდან 267 "მობილიზაციას" და ომში წასვლის სანაცვლოდ სასჯელისგან გათავისუფლებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, ნავალნის გუნდმა სექტემბრის შუა რიცხვებში გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც მათივე ცნობით, რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკის კოლონიაში იყო გადაღებული და ჩანდა,როგორ ცდილობდა ევგენი პრიგოჟინი პატიმრების გადაბირებას "ვაგნერში" გასაწევრიანებლად იმისთვის, რომ ისინი შემდეგ უკრაინაში გაეგზავნათ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი