"დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" - კობახიძე კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულად

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტების კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულად, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე მას არ აქვს.

„საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას. მარტივად არის საქმე. მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,“ - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერის გამო, ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს ბრიუსელში მხარი არ დაუჭირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი