უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ისრაელს ოფიციალურ ნოტას გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფად გადაცემის მოთხოვნით.
ამის შესახებ კულებამ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს უკრაინა გაუგზავნის ოფიციალურ ნოტას ისრაელის მთავრობას თხოვნით, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და დაიწყოს მაღალი ხარისხის თანამშრომლობა უკრაინის მიერ შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენასთან დაკავშირებით.
თქვენ იცით, რომ ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის. მას შემდეგ, რაც ირანი არსებითად გახდა უშუალო თანამონაწილე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ვფიქრობ, ისრაელში ნებისმიერს, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, დაეხმაროს უკრაინას თუ არა, ეს ყოყმანი უნდა შეწყვიტოს და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა კულებამ.
მისივე თქმით, თუ ისრაელი ნამდვილად თანმიმდევრულია თავის პოლიტიკაში ირანის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, დროა, ღიად დაიჭიროს უკრაინის მხარე...
"დღეს იგივე თვითმფრინავები, რომლებიც ანადგურებენ უკრაინას, მიმართულია ისრაელისკენ. და მე ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია. და ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ისრაელის პოლიტიკისთვის", - თქვა კულებამ.
ამავე თემაზე: