შეცვალა თუ არა მერიამ ვაკის პარკის შადრევნის პროექტ თვითნებურად? - საპროექტო კომპანია LMC-ის დამფუძნებელი, შალვა უგრეხელიძე თბილისი მერიის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ მათი პროექტით, ტუმბოები არა შადრევანში, არამედ გარეთაა დაყენებული.
"საკითხი იმაზე არის, რომ ტუმბო შიგნით ჰქონდა პროექტში თუ გარეთ დაყენებული, მე გეუბნებით, რომ მე შიგნით არ მქონდა ტუმბო დაყენებული, მქონდა გარეთ, მანამდე ჩაძირული ტუმბო გვქონდა, როგორც მათ გააკეთეს ჩაძირული ტუმბო. ტექნოლოგიური შესრულება რასაც შეეხება, ეს არის მშენებლის პრეროგატივა. მშენებელი, შემსრულებელი მიმართავს მერიას, მერია მოგვმართავს ჩვენ. ამის მიმოწერას ბევრს გაჩვენებთ, ასევე სხვა ობიექტებზე, თუ რა გვაქვს... მე ამ შემთხვევაში ჩემი შეთანხმება მერიასთან სავალდებულო არც იყო... ეს არსებული რეზერვუარი იყო, რომელიც ორ მეტრშია განთავსებული შადრევნიდან, რომელიც [ გაჟონვის შემთხვევაში] არანაირად არ შეიცვლებოდა" - ამბობს შალვა უგრეხელიძე
ტუმბოები ისე განხორციელდა, როგორც პროექტში იყო - აცხადებენ თბილისის მერიაში.