ბერლუსკონი ამბობს, რომ პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

ი​ტალიის ყოფილი პრემიერიმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ისევ დაუკავშირდა და ერთმანეთში "ტკბილი წერილები" გაცვალეს.

"პუტინს ცოტა ხნის წინ დავუკავშირდი, მან დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა. მე მას ვუპასუხე რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკოთი“, - თქვა ბერლუსკონიმ, რომლის დაბადების დღეც 29 სექტემბერს იყო.

მისივე თქმით, ის უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი სიტუაციით, მაგრამ ვერ გამოთქვამს თავის ნამდვილ აზრს, რადგან "თუ ეს პრესაში მოხვდება, კატასტროფა იქნება".

ცნობისთვის, ივნისში იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრმა, სილვიო ბერლუსკონმა პუტინს ორჯერ დაურეკა, თუმცა პუტინმა მას არც ერთხელ არ უპასუხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი