"პუტინს ომის დაწყების შემდეგ ორჯერ დავურეკე, ერთხელაც არ მიპასუხა" | ბერლუსკონი

გამოქვეყნდა:

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მან პუტინს ორჯერ დაურეკა, თუმცა პუტინმა მას არც ერთხელ არ უპასუხა.

"ბოლო დროს პუტინთან არ მისაუბრია. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. ოპერაციის დაწყების შემდეგ ორჯერ დავურეკე, თუმცა პასუხი არ მიმიღია", - თქვა მან.

სილვიო ბერლუსკონისა და ვლადიმირ პუტინს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ - 2011 წლის შემდეგ, როდესაც ბერლუსკონი თანამდებობიდან გადადგა, მან პუტინთან ურთიერთობა გააგრძელა.

აპრილში ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის "იმედგაცრუებული" იყო პუტინით. კერძოდ, მან თქვა, რომ "რუსეთი ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას" კიევის რეგიონის ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ "ნამდვილ ომის დანაშაულებზე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი