მეუღლის საფლავზე გავიდა 3 შვილთან ერთად, მამამთილმა გაიგო და მიუვარდა - დაჭრა წყალტუბოში

გამოქვეყნდა:

დანაშაული წყალტუბოს სოფელ საყულიაში - მამამთილმა ყოფილი რძალი შვილის საფლავზე დაჭრა. დანაშაული 3 მცირეწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით მოხდა.  31 წლის ქალსა და მის მამამთილს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ქალის დაჭრით დასრულდა. 

აღსანიშნავია, რომ მამამთილსა და რძალს შორის კონფლიქტი თვეებია გრძელდება და კაცს ამისთვის შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. თუმცა ორდერი ერთთვიანი იყო და ვადის გასვლის შემდეგ კაცმა რძალი დაჭრა.

"გუშინ დაჭრა ყოფილმა მამამთილმა ჩემი მეგობარი. მკერდზე აქვს დაზიანება და ზურგის არეში. სასაფლაოზე მოხდა ეს ფაქტი, გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე. გუშინწინ გავიდა 6 თვის თავი და ვინაიდან ყოფილი მამამთილი დაპირისპირებაშია ჩემს მეგობართან და ძალიან აგრესიული კაცია ზოგადად და ჩემმა მეგობარმა იცოდა ეს ყოველივე, გუშინწინ არ გავიდა სასაფლაოზე და გავიდა გუშინ თავის 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ყოფილმა მამამთილმა გაიგო ეს და იქ მიუვარდა და მოხდა ეს ფაქტი",- ამბობს ალექსანდრე სარაჯიშვილი, დაჭრილი ქალის მეგობარი. 

დაჭრილი ქალის უფლებადამცველი, ლევანი ჭელიძე ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი, რომელიც სასამართლომ გამოსცა, მამამთილმა გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ერთ-ერთ სარეზოლუციო პუნქტში კი წერია, რომ მამამთილი ქალს ემუქრებოდა, რომ თუ მანქანის საჭესთან დაჯდებოდა, "მანქანაში ჩააკლავდა", რაც ადვოკატის თქმით, აღნიშნული სასამართლოს მიერ აღქმული იქნა მუქარად. 

გურანდა მაღლაფერიძე მრავლობითი ჭრილობებით ქუთაისის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობს. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი