2 თვის წინ გამოიცა შემაკავებელი ორდერი ამ პირის მიმართ | მამამთილის მიერ დაჭრილი ქალის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

წყალტუბოში, სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დანით დაჭრა. როგორც ცნობილია, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

"ქალბატონი იმყოფებოდა გარდაცვლილი მეუღლის სასაფლაოზე, 3 არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე, მეოთხე არასრულწლოვანიც ახლდა მათ ოჯახის ნათესავი. თავდასხმა ცივი იარაღით მოხდა მათი თანდასწრებით, ჭრილობა მიყენებული აქვს თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში. ექიმის განმარტებით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები არ არის. მე მივმართე გეგუთის პოლიციის განყოფილებას დაახლოებით 2 თვის წინ და ამ პირის მიმართ, ვინც დაზიანებები მიაყენა ჩემს კლიენტს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მამამთილი ბოლო 2 წელია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა რძლის მიმართ",- ამბობს ადვოკატი ლევან ჭელიძე. 

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ  კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი