ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველ საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. ამავე ინფორმაციით,  საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა,  თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.

ადგილობრივების თქმით,  აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული.

დაკავების ფაქტს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა განმარტავს, რომ მშობლებში პანიკაა და სხვა გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.  

სკოლის მიმდებარედ მამაკაცის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. 

ქუთაისში სკოლებთან უცნობი პირების გადაადგილებისა და ბავშვების გატაცების  მცდელობის ფაქტებზე აქტიურად საუბრობენ ბოლო პერიოდში.   

მშობლები  ამბობენ, რომ სკოლის ჩატებში მათ მასწავლებლები აფრთხილებენ, რომ  არ დატოვონ ბავშვები მარტო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი