
საჰაერო განგაშის დროს, კიევში დღეს ნგრევა და მსხვერპლი არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.
"არავითარი ნგრევა და მსხვერპლი არ დაფიქსირებულა საჰაერო განგაშის დროს. მადლობას ვუხდით ჩვენს საჰაერო თავდაცვის ძალებს", - აცხადებენ სამხედრო ადმინისტრაციაში
საჰაერო განგაში უკრაინის დედაქალაქში 3 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.
უკრაინის საჰაერო სარდლობის ცნობით, განადგურებულია ორი საკრუიზო რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი.