სამუშიას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევას თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ეხმაურება

გამოქვეყნდა:

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს სპეციალური განცხადებით თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ეხმაურება, სადაც ჯაბა სამუშია წინა მოწვევის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო. 

ოპოზიციის განცხადებით, სამუშიას მიმართ არსებობს არაერთი კითხვა, მათ შორის  კორუფციის მიმართულებითაც. 

ოპოზიციის განმარტებით, ხელისუფლება სუს-ის დახმარებით წლებია ცდილობს დამოუკიდებელი უნივერსიტეტები ქართული ოცნების პოლიტიკურ ძალაუფლებას დაუქვემდებაროს და ამ პროცესის გაგრძელებად მიიჩნევენ სამუშიას ნაჩქარევ არჩევასაც. 

"შემაშფოთებელია, რომ უნივერსიტეტი, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს იქცეს სუს-ის, თეა წულუკიანისა თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა გავლენების სივრცედ, რადგან ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება თუ რას აკეთებს წულუკიანი ხელოვნებაში - კლავს თავისუფლებასა და განვითარებას." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დღეს, კონკურში მონაწილე ერთადერთი პირი, ჯაბა სამუშია აირჩიეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი