შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, გ.რ. - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა. [...]

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა", - წერია უწყების განცხადებაში.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი