10 000-მდე ახალგაზრდა რუსეთში მობილიზაციისას შეცდომით გაიწვიეს

გამოქვეყნდა:

დაახლოებით 10 000 ახალგაზრდა, რომელიც რუსეთში შეცდომით გაიწვიეს, სახლში დააბრუნეს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. 

მისი თქმით, შეცდომით გაწვეული ახალგაზრდების საკითხზე ამჟამად შემოწმება ტარდება. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში სანკტ-პეტერბურგში მობილიზაცია გრძელდება და ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა. ამის შემდეგ რუსეთი 1 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. 

3 დღის წინ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვში მობილიზაცია დასრულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი