"საქართველოს მაუწყებლობის კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ცენზურის შიშს იწვევს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი.
ავტორი წერს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მაუწყებლობის კანონში მიღებული ცვლილებები, შესაძლოა ოპოზიციური ტელეარხების წინააღმდეგ იარაღად იქნას გამოყენებული.
"პოლიტიკურ პოლარიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული პრობლემებისა და კომუნიკაციების კომისიის მიმართ დაინტერესებულ მხარეთა ნდობის ნაკლებობის გათვალისწინებით, ნაბიჯები კომისიის სანქციების უფლებამოსილების გასაძლიერებლად უკიდურესად შეუსაბამოა და უნდა იქნას გაუქმებული", - ნათქვამია სტატიაში.
იხილეთ ასევე: