"არ ინერვიულო, როგორც კი წითელი ზონიდან გამოვალ, დაგიკავშირდებიო" - მიხეილ ყაფლანიშვილის მეუღლე 

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მე მიხეილ ყაფლანიშვილის ცხედარი ცხელი წერტილიდან უკვე გამოიყვანეს და უახლოეს დღეებში სამშობლოში ჩამოასვენებენ.  ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან გაიგეს. 

მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა. ის  უკრაინაში ომისდაწყების პირველი დღიდან ჩავიდა და სხვადასხვა ოლქში იბრძოდა. ბოლოს ლუგანსკში სპეცოპერაციაზე იმყოფებოდა და ერთ-ერთ სოფელში დანაყოფთან ერთად შედიოდა დასაზვერვად, რა დროსაც ოკუპანტებმა საჰაერო დაბომბვა დაიწყეს. სწროედ ამ დაბომბვას ემსხვერპლა მიშა კაპლანი. 

მიშა კაპლანის ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოყვანილია. ქართველი მებრძოლის მეუღლე ია მელქაძე ამბობს, რომ ხვალ კიევში თავად ჩავა. 

"გუშინწინ საღამოს 9 საათზე ველაპარაკე ბოლოს. მითხრა, რომ უნდა წასულიყვნენ "წითელი ზონა" არისო. გამორთული მენქნება ინტერნეტიც, ტელეფონიც და არ ინერვიულო, როგორც კი გამოვალ დაგიკავშირდებიო. გუშინ საღამოს 7 საათზე ვანო ნადირაძემ გამაგებინა, რომ დაიღუპა."- ამბობს ია მელქაძე. 

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილის შესახებ კი ინფრმაცია ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ ახალგაზრდა მებრძოლს "ღიმილის ბიჭს" ეძახდნენ. უცნობია ისიც გამოსვენებულია თუ არა მისი ცხედარი ფრონტის ხაზიდან.  24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი ხერსონის ოლქში შეტაკებისას დაიღუპა.

"შედიოდნენ ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის გასათავისუფლებლად და ამ დროს ჭურვით დაიღუპა. აქ ავტომატის ტყვიით არავინ მინახავს, რომ დაღუპულიყო. მე მარტიაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ გამიგია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ღიმილის ბიჭს ეძახდნენ მაგას. 22 კაცი ჩვენი ქვეყნისთვის უკვე ძალიან ბევრია. აღარ მინდა, რომ დავითვალო, დავიღალე. მინდა, რომ ყველა ქართველმა გააცნობიეროს, რომ რუს ოკუპანტს აფხაზეთისთვის ებრძვიან აქ, სამაჩაბლოსთვის იბრძვიან აქ",- ამბობს ნადიმ ხმალაძე. 

ოკუპანტებთან ბრძოლაში მხოლოდ 2022 წელის თებერვლის შემდეგ 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი