ოკუპანტებმა კახოვკას წყალსაცავიდან წყლის გაშვება დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ხერსონის ოლქის ნოვაია კახოვკას ე.წ. "სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა" ვლადიმერ ლეონტიევმა განაცხადა, რომ დაიწყეს წყლის გაშვება კახოვკას წყალსაცავიდან.

რუსული მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინა "კაშხლის აფეთქებას გეგმავს" და ჰესის განადგურების შემთხვევაში სურთ, "მოსალოდნელი ზიანი მინიმუმამდე დაიყვანონ.“

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით კი, ოკუპანტებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი კახოვკას წყალსაცავის აფეთქებას და ის ჯერ კიდევ აპრილში დანაღმეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი