ჩვენი თავდაცვის ძალები ყოველდღიურად მიიწევენ წინ - ხაზს ვუსვამ: ყოველ დღე - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: არც ტერორისტების ეს დარტყმა და არც სხვა მსგავსი დარტყმა არ შეაჩერებს ჩვენს დამცველებს - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დამცველები ყოველდღიურად მიიწევენ წინ:

"რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ამ ტერორმა ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ხალხის წინააღმდეგ შეიძლება როგორმე შეანელოს ჩვენი სამხედროების აქტიური მოქმედება ან შეუქმნას გარკვეული სირთულეები ჩვენს თავდაცვას. უკრაინელები გაერთიანებულები არიან და ზუსტად იციან, რომ რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს. ჩვენი თავდაცვის ძალები იღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ქვეყნის დასაცავად და ყოველდღიურად მიიწევენ წინ - ხაზს ვუსვამ: ყოველ დღე." ამბობს ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი