დიდი ბრიტანეთის ყოფილმა კანცლერმა, რიში სუნაკმა კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარისა და ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. სუნაკს ყველაზე მეტი დეპუტატი უჭერს მხარს საჯაროდ.
პენი მორონტის შემდეგ ის მეორე დეპუტატია, რომელიც რბოლაში ოფიციალურად ჩაერთო.
twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში სუნაკი წერს:
"არჩევანი, რომელსაც ახლა ჩვენი პარტია გააკეთებს, გადაწყვეტს ექნება თუ არა ბრიტანელების მომავალ თაობას წინაზე მეტი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ვიღებ მონაწილეობას, რომ გავხდე თქვენი მომავალი პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი. მინდა გამოვასწორო ჩვენი ეკონომიკა და გავაერთიანო ჩვენი ქვეყანა. მე ქვეყანას ვემსახურებოდი კანცლერად და დავეხმარე მას ეკონომიკის მართვაში ყველაზე რთულ დროს. გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა ვართ, უფრო დიდია, თუმცა შესაძლებლობა - თუ არჩევანს სწორად გავაკეთებთ - ფენომენალურია"