ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა - დაიღუპა 2 პილოტი

გამოქვეყნდა:

ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი, Cy-30 საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. 

ირკუტსკის გუბერნატორმა იგორ კობზევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ქალაქში ორსართულიან სახლს შეეჯახა.

 ექვს დღეში ეს უკვე მეორე მსგავსი ინციდენტია. გასულ კვირას  რუსეთის ქალაქ ეისკში საცხოვრებელ კორპუსს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა. შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი