აგენტის ცნობით, სალმან რუშდიმ თავდასხმის შედეგად ერთ თვალში მხედველობა დაკარგა და ცალ ხელს ვეღარ იყენებს

გამოქვეყნდა:

მწერალმა სალმან რუშდიმ ნიუ-იორკში დაჭრის შემდეგ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა და ცალ ხელს ვეღარ იყენებს. ამის შესახებ რუშდის ნიუ-იორკელი აგენტი ენდრიუ უაილი ესპანურ გაზეთ El País-სთან საუბრობს.

„კისერზე სამი მძიმე ჭრილობა ჰქონდა. ერთი ხელი ქმედუუნაროა, რადგან მკლავის ნერვები გადაჭრილია. კიდევ 15 ჭრილობა მკერდის არეში აქვს მიყენებული. ეს სასტიკი თავდასხმა იყო", - განაცხადა უაილიმ.

მან თქვა ისიც, რომ მწერლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის გამხელა არ შეუძლია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ მწერალი „იცოცხლებს და ეს ყველაზე მთავარია“.

ცნობისთვის, ნიუ იორკში, სცენაზე გამოსვლისას მწერალი სალმან რუშდი 12 აგვისტოს დაჭრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი