ამის შეფასებას ალბათ გააკეთებს ევროკავშირის კომისია - დეგნანი მურუსიძე/გვრიტიშვილის იუსტიციის საბჭოში დაბრუნებაზე

გამოქვეყნდა:

ამის შეფასებას ალბათ გააკეთებს ევროკავშირის კომისია - ასე პასუხობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჟურნალისტების შეკითხვას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

კელი დეგნანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მართლმსაჯულების რეფორმის გატარების აუცილებლობას და ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ეს ყველაფერი არამხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციით, არამედ ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული:

"მართლმსაჯულებს რეფორმა არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არამხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა. ამ რეფორმაზე არის საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის დაცვაზე. თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არამხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროში, იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები.

მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს რეგიონებში და მიწევს შეხვედრები მოსამართლეებთან და შევხვედრივარ მოსამართლეებს, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ბევრი არის პროფესიონალი თავის საქმის და მე ვფიქრობ, რომ ამ მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე. მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით." ამბობს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლე წევრებად დაბრუნდნენ. ისინი  23 ოქტომბერს  276 ხმით აირჩიეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი