მურუსიძე და გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ 

გამოქვეყნდა:

სასამართლო კლანი ძლიერდება - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.  კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 276-მა წევრმა მიიღო. 

სააპელაციო სასამართლოს მოქმედმა უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო. გვრიტიშვილი კი 267 ხმით აირჩიეს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

ცნობისთვის, მურუსიძემ კანდიდატად საკუთარი თავი თვითონ წარადგინა და მოტივი მის მიმართ არსებული ბრალდებები დაასახელა. მისი თქმით,  სურს უმაღლესი ორგანოდან გასცეს პასუხი ოპონენტებს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი