პარლამენტში სახალხო დამცველობის ერთ- ერთ კანდიდატს, გიორგი ბურჯანაძეს უსმენენ. მმართველი გუნდის დეპუტატები ნინო ლომჯარიას მოადგილეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებენ და განმარტებებს ითხოვენ.
ძირითადი კითხვები მიხეილ სააკაშვილის საქმეს და უკრაინის ომზე ქართული ოცნების პოზიციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხება.
"ოცნება" გიორგი ბურჯანაძეს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
გასაუბრებაზე უკვე იმყოფებოდნენ მარიკა არევაძე და ანა აბაშიძე. სამივე - არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატია.