დანილოვი კადიროვს: სანამ გვიანი არ არის, დატოვეთ უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეთ

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი რამზან კადიროვს მიმართავს, დატოვონ ჩეჩენმა მებრძოლებმა უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ:

"სანამ გვიანი არ არის, დატოვეთ უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეთ - ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა. თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდა, ისევ ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად დაბრუნდებიან. არ დაგავიწყდეს." წერს დანილოვი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, უკრაინის რადამ იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად 18 ოქტომბერს აღიარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი