უკრაინამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად ცნო და დაგმო ჩეჩენი ხალხის გენოციდი - ინფორმაციას რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს:

"მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პუტინი ძალიან დიდი ხანია ცდილობს ჩეჩენი ხალხის დამონებას, თავისი გალეიტერი კადიროვი დააყენა და ახლა ჩეჩნებს უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებს. ეს არის რუსეთის ტიპური იმპერიალისტური პოლიტიკა სხვა ერებთან მიმართებაში.

რუსეთი უნდა იყოს დეკოლონიზებული, იჩქერია კი თავისუფალი. მანამდე მე წარვადგინე საბჭოს დადგენილება იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აუცილებელია ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ საბოლოოდ ბოლო მოეღოს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას." წერს უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. 

მედიის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ტექსტში ნათქვამია, რომ უზენაესი რადა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წინააღმდეგ პირველი (1994-1996) და მეორე (1999-2009) ომის დროს; ჩეჩენი ხალხის გენოციდს 1817-1864 წლებში, მეფის რუსეთის რეჟიმისა და საბჭოთა ხელისუფლების მიერ, 1944 წელს.

უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ დროებით ოკუპირებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი