"ყველაფერი ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე გერმანიაში წარმოგვიდგენია" - უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი შოკირებულია

გამოქვეყნდა:

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ შოკირებულია რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკით. როგორც შტაინმაიერმა თქვა, გერმანიაში მცდარი წარმოდგენა აქვთ რეალურ ვითარებაზე.

"ყველაფერი ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე წარმოგვიდგენია გერმანიაში. მე შოკირებული ვიყავი იმ ისტორიებით, რომლებიც მოვისმინე" - ამბობს შტაინმაიერი.

შტაინმაიერი კიევში გუშინ ჩავიდა. მას დაახლოებით 2 საათის გატარება სარაკეტო საფრთხის გამო, თავშესაფარში მოუწია. სწორედ იქ მოისმინა ევროპელმა პოლიტიკოსმა ადგილობრივებისგან რუსული სისასტიკის შესახებ ისტორიები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი