"გამეცალე იქითკენო, ეტყობა ძალიან მოუვიდა ხელის მოქნევა" - მკვლელობის თვითმხილველი ნახევარძმის დედა, შემთხვევითობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

34 წლის მერი ალადაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა სოსო წახელოვის დედამ. წახელოვი მოკლულის ნახევარძმაა, რომელიც ფაქტის უშუალო თვითმხილველია. 

დედის თქმით, მის შვილს მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, და-ძმას შორის ავტომობილში მცირე უთანხმოება მოხდა, რა დროსაც ზურა ალადაშვილმა [ძმამ] ქალი ხელით  მოიშორა. ქალი დაეცა და მიყენებული დაზიანებებით  გარდაიცვალა.  

როგორც დედა ირწმუნება, წახელოვს დაკითხვისას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი