მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში, "არსენალის" ფეხბურთელი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში, მილანთან ახლოს, "არსენალის" ფეხბურთელი, პაბლო მარი დაჭრეს, - ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს

ჟურნალისტი წერს, რომ "არსენალის" ცენტრალური მცველი, ამჟამად "მონცაში" განათხოვრებული, 29 წლის მარი სავაჭრო ცენტრში დაჭრეს. მასთან ერთად დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომლებიც ახლა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი