"სენაკის საკრებულო  კანონის დარღვევით მუშაობს"  - NGO-ები მთავრობას დადგენილების მიღების მოთხოვნით მიმართავენ

გამოქვეყნდა:

სენაკის საკრებულოში ახალ თავმდჯომარედ "ოცნების"  წევრის არჩევის შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ აღნიშნული კანონის უხეში დარღვევაა.

NGO-ები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეასრულონ კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა  - მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, რაც დროებით განხორციელდება მთავრობის მიერ დანიშნული რწმუნებულის, კოლეგიური ორგანოს ან კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, მანამ სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.

ნახეთ განცხადება სრულად

განხადებას ხელს აწერენ:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)

ამავე თემაზე:

სენაკის საკრებულოს ახალი თავმჯდომარედ "ოცნების" წევრი აირჩიეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი