
სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, შაბათ ღამით სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე დაღუპულთა შორის 56 მამაკაცი და 97 ქალია.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა 20 წლისაა. გარდაცვლილიდან 19 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საღამოს 5 საათის მონაცემებით, 13 გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. დაშავებულთა რიცხვი კი 133-მდე გაიზარდა, რომელთაგან 37 მძიმედაა. დაკარგულად ითვლება 4,024 -ზე მეტი.
შემთხვევა გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა. რა გახდა ჭყლეტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
იხილეთ ასევე: