ნათესავები ისევ გვეძებენ, დაგვპირდნენ, რომ საქართველოშიც გვიპოვიან - დაღესტნიდან გამოქცეული დები

გამოქვეყნდა:

ოჯახურ ძალადობას გამოქცეული დაღესტნელი დები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან და შედარებით უსაფრთხოდ არიან. თუმცა კრიზისული ცენტრ SOS-ის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას უწევს, საფრთხე ისევ არსებობს, რადგან ოჯახი და ნათესავები აცხადებენ, რომ მათ მაინც იპოვიან და უკან დააბრუნებენ.

დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებმა დებმა ვიდეომიმართვაც ჩაწერეს, რომელშიც დახმარებისთვის მადლობას იხდიან.

უფლებადამცველების თქმით, ნათესავები რეგულარულად მიმართავდნენ ძალადობას დების მიმართ, მათ ბავშვობაში ქალური წინადაცვეთა ჩაუტარეს, ხოლო  მშობლებმა ერთ-ერთ მათგანს ბიძაშვილზე დაქორწინება მოსთხოვეს.

"გვინდა მადლობა ვუთხრათ ყველას, ადვოკატებს, უფლებადამცველებს, მედიას, ვინც გაახმაურა ინფორმაცია ჩვენს შესახებ. სწორედ ამ ამბის გახმაურების შედეგად ახლა საქართველოში ვართ, კარგად ვართ, შედარებით უსაფრთხოდ, თუმცა, რა საკვირველია, საფრთხე არსებობს. ნათესავები ისევ გვეძებენ, ისინი დაგვპირდნენ, რომ საქართველოშიც გვიპოვიან, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა ამინატ გაზიტ მაგომამედოვა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი