
მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის ჩრდილოეთით რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმაურება და წერს, რომ რაკეტის ტალღამ სოფელ ნასლავჩეაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მინა ჩაამსხვრია.
ნიკუ პოპესკუს თქმით, წყლის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს.
მოლდოვა მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
"დღეს დილით უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტის ნაწილი უკრაინის საზღვარზე მოლდოვის სოფელ ნასლავჩეაში დაეშვა. მსხვერპლი არ ყოფილა, დარტყმის ტალღამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მინა ჩაამსხვრია.
რუსული დარტყმის სამიზნე იყო უკრაინული კაშხალი მდინარე ნისტრუზე, რომელიც გადის ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი მოლდოვას გავლით. წყლის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა და მდინარეზე სტრესმა შეიძლება მთელი რეგიონი წყალდიდობის საფრთხის წინაშე დააყენოს.
მოლდოვა უმკაცრესად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შემაძრწუნებელი დარტყმები უკრაინის საზღვრებს მიღმაა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოლდოვას ენერგეტიკულ და ადამიანურ უსაფრთხოებას", - წერს ნიკუ პოპესკუ.
ცნობისთვის, მოლდოვაში, 31 ოქტომბერს, დილით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.